სამუშაოს აღწერილობა
Senior Design System Designer, ფუნდამენტები და კომპონენტების განვითარება - ქმნის, ავითარებს და მართავს დიზაინის სისტემის ძირითად კომპონენტებს, პატერნებსა და დოკუმენტაციას მრავალპლატფორმიან და მრავალპროდუქტიან გარემოში.
გუნდის მთავარი Figma ექსპერტის როლში ფლობს Figma-ს კომპონენტების არქიტექტურის, ტოკენების, ცვლადების, Auto Layout-ისა და გაფართოებული პროტოტიპირების ღრმა ცოდნას, რაც უზრუნველყოფს კომპლექსური და მასშტაბირებადი სისტემების შექმნასა და შენარჩუნებას.
მჭიდროდ თანამშრომლობს UI/UX და პროდუქტის დიზაინერებთან მათი საჭიროებების გასაგებად, ეხმარება მათ სისტემის სტანდარტებთან შესაბამისი ახალი კომპონენტების შექმნაში და უზრუნველყოფს დიზაინის სისტემის განვითარებას რეალური პროდუქტის გამოწვევების შესაბამისად.
ხელს უწყობს გუნდებს შორის თანმიმდევრულობას და აქტიურად ეხმარება სხვადასხვა გუნდის დიზაინერებს სისტემის გამოყენებასა და გაფართოებაში.
რას ვაკეთებთ
- ვმართავთ Figma-ს, როგორც ცენტრალურ თანამშრომლობისა და მართვის პლატფორმას და პერიოდულად ვატარებთ შიდა ვორქშოფებს, რათა გავზარდოთ უნარები და ხელი შევუწყოთ საუკეთესო პრაქტიკების დანერგვას დიზაინისა და დეველოპმენტის გუნდებში.
- ვავითარებთ Foundation Library-ს, როგორც (Single Source of Truth), მთავარ, ფუძე ბიბლიოთეკას რომელიც მოიცავს ტოკენებს ფერებისთვის, ტიპოგრაფიისთვის, Space, border radius-ისთვის, opacity-სა და motion-ისთვის.
- ვინარჩუნებთ და ვავითარებთ აიკონოგრაფიის სისტემას, რათა ყველა პროდუქტში უზრუნველყოფილი იყოს ერთიანი, თანმიმდევრული და მასშტაბირებადი აიკონების ენა.
- ვქმნით და ვავითარებთ ილუსტრაციების სისტემას, რომელიც აყალიბებს ერთიან ვიზუალურ ენას და აძლიერებს პროდუქტის იდენტობას.
- ვქმნით სრულ დოკუმენტაციას, გაიდლაინებსა და DIY Kit-ს, რათა დიზაინერებმა და დეველოპერებმა დამოუკიდებლად შეძლონ დიზაინის ელემენტების შექმნა და გაფართოება, ინტეგრაციების განხორციელება, საჭირო ბიბლიოთეკების მოძიება და სხვა აუცილებელი ოპერაციების შესრულება Design System გუნდის პირდაპირი ჩართულობის გარეშე, სისტემის თანმიმდევრულობის შენარჩუნებით.
- ვუყურებთ პროდუქტებს cross-product პერსპექტივიდან, რათა გავაზიაროთ საუკეთესო პრაქტიკები, შევამციროთ დუბლირებული სამუშაო და უზრუნველვყოთ თანმიმდევრული გამოცდილება ყველა ციფრულ პროდუქტში.
- კვარტალურად ვახორციელებთ პროდუქტების მიმოხილვას, რათა საბოლოო მომხმარებლებისთვის უზრუნველვყოთ თანმიმდევრული გამოცდილება ყველა ციფრულ შეხების წერტილში ერთიანი დიზაინის ენის გამოყენებით.
- ვაუმჯობესებთ Time to Market-ს, ხელახლა გამოყენებადი და კარგად დოკუმენტირებული დიზაინისა და დეველოპმენტის რესურსების მიწოდების საშუალებით, რაც პროდუქტის უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას უწყობს ხელს.
- ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა პროდუქტის გუნდების მხარდასაჭერად, ჩვენ დიზაინის ცოდნის სრულ სპექტრს ვფარავთ. როდესაც ვინმემ არ იცის, როგორ გააგრძელოს მუშაობა, ჩვენ ვერთვებით, ვხსნით დაბრკოლებებს და ვხსნით საჭირო კარებებს, რათა პროცესი წინ წავიდეს.
როლისა და გუნდის სტრუქტურის შესახებ
ეს არის დიზაინის ორგანიზაციის ერთ-ერთი საკვანძო როლი.
Design System გუნდი პროდუქტებისთვის სერვისის მიმწოდებლის როლში მუშაობს. ჩვენი მომხმარებლები არიან ყველა squad-ის დიზაინერები და front-end დეველოპერები. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათთვის საჭირო ინსტრუმენტებს, კომპონენტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს, თანმიმდევრული და ეფექტიანი მუშაობისთვის.
ჩვენ ვართ Super Squad ექსპერტების გუნდი, რომელიც აერთიანებს დიზაინის, დეველოპმენტის, UX-ისა და UI-ის მიმართულებებს.
მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბრენდის, მარკეტინგისა და ორგანიზაციის სხვა გუნდებთან.
ჩვენ ვქმნით საუკეთესო და ყველაზე თანმიმდევრულ UX/UI გამოცდილებას ჩვენს პროდუქტებში Design System-ის დიზაინისა და დეველოპმენტის პროცესებში განვითარებისა და დანერგვის გზით.
- შევამციროთ Time to Market და გავზარდოთ ეფექტიანობა დიზაინისა და დეველოპმენტის მიმართულებებში.
- ახალი ინსტრუმენტების დანერგვის გზით შევქმნათ უფრო ეფექტიანი და გამჭვირვალე Design System-ის პროცესები.
- გავაძლიეროთ თანმიმდევრულობა და პროდუქტის იდენტობა სხვადასხვა პროდუქტსა და პლატფორმაზე.
კვალიფიკაცია
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება UI/UX დიზაინის მიმართულებით
- Design System-ის შექმნის გამოცდილება. (განვითარებისა და მართვის პრაქტიკული გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად)
- Figma-ს უმაღლეს დოონეზე (ექსპერტული) ცოდნა::
- Component Architecture
- Variables და Tokens
- Auto Layout
- Variants
- Advanced Prototyping
- Libraries და Design System-ის მართვა
- კომპლექსური და მასშტაბირებადი კომპონენტების შექმნისა და განვითარების გამოცდილება.
- Design Tokens-ის და Foundation სისტემების (ფერები, Typography, Spacing, Radius, Opacity, Motion) ცოდნა.
- Iconography და Illustration ედიტინგი, (ვექტორული ფორმების და სიმბოლოების ედიტინგი)
- მრავალპროდუქტიან და/ან მრავალპლატფორმიან გარემოში მუშაობის გამოცდილება.
- UI/UX და Product Designer-ებთან მჭიდრო თანამშრომლობის გამოცდილება.
- დოკუმენტაციის, გაიდლაინებისა და სახელმძღვანელოების შექმნის გამოცდილება.
- Front-end განვითარების პრინციპების საბაზისო ან კარგი ცოდნა, რათა ეფექტიანად ვითანამშრომლოთ დეველოპერებთან.
- scalability, consistency და reusability პრინციპების ცოდნა.
- ძლიერი კომუნიკაციის უნარები
- სხვადასხვა გუნდთან და cross-functional გარემოში მუშაობის გამოცდილება.
- ცოდნის გაზიარებისა და შიდა ვორქშოფების/ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- პრობლემების დამოუკიდებლად იდენტიფიცირების, პრიორიტეტიზაციისა და გადაჭრის უნარი.
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ინიციატივის უნარი.
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა სასაუბრო და წერითი კომუნიკაციისთვის.
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.